
უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.
ამბობს, რომ ოკუპანტებს ამ ხიდის აღდგენისთვის დიდი დრო დასჭირდებათ. მისივე თქმით, რუსებისთვის ეს ხიდი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ეს იყო ოკუპანტების არმიისთვის მომარაგების მთავარი გზა. დამპყრობლებს მისი მეშვეობით ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადაჰქონდათ.