
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 43 750;
ტანკი - 1 876;
ჯავშანტექნიკა - 4 141;
საარტილერიო სისტემა - 985;
სარაკეტო სისტემა - 261;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 136;
თვითმფრინავები - 233;
ვერტმფრენი - 195;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 787;
საკრუიზო რაკეტები - 187;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 044;
გემი/ნავი/კატარღა - 15;
სპეციალური აღჭურვილობა - 92.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.