ძირითადად დადებითი ტენდენციებია წარმოჩენილი - როგორ გაიგო დიმიტრი გვრიტიშვილმა EU-ს კრიტიკული ანგარიში

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ევროკავშირის კრიტიკულ დასკვნაში მხოლოდ დადებით ტენდენციებს კითხულობს და ამბობს, რომ დოკუმენტში მითითებულია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს:

"მე გავეცანი ამ დოკუმენტს და მასში ზოგადად და ძირითადად, დადებითი ტენდენციები არის წარმოჩენილი და მითითებულია, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები მათ შორის მართლმსაჯულების სფეროშიც, თუმცა იქვე არის ხაზგასმული ის, რომ განგრძობადი რეფორმის განხორციელება არის აუცილებელი, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით. ყოველთვის ვაცხადებთ იმას, რომ რეფორმის მიმართ გვაქვს მიმღებლობა. ჩვენთვის მოსამართლეებისთვის იმის დაბრალება, რომ ჩვენი ფაქტორი, ჩვენი საქმიანობა შემაფერხებელ გარემოებას და ფაქტორს ქმნის ქვეყნის, სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ასევე დაუსაბუთებელი", - ამბობს  გვრიტიშვილი.

სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა - ნათქვამია საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები, გაუარესებული მედიაგარემო, უკანონო მოსმენები, პოლიტიკური პატიმრები და ზეწოლა სახალხო დამცველზე - ეს არის მთავარი საკითხები, რომელიც  ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში საუბარია ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზეც. პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო საქმეების ნაწილში, ანგარიშში მოხვდა ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება  და ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეც.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი