ბოლო 2 კვირაში, უკრაინის "IT არმიამ" 600-ზე მეტი რუსული ონლაინ პლატფორმა დაბლოკა

გამოქვეყნდა:

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინის "IT არმიამ" 600-ზე მეტი რუსული ონლაინ პლატფორმა დაბლოკა, - ინფორმაციას ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აგვისტოს პირველ ორ კვირაში "IT არმიამ" რუსეთის ეროვნული საფოსტო სამსახურის პლატფორმა დაბლოკა.

ცნობილი ხდება, რომ ძლიერმა კიბერშეტევამ მთლიანად შეაჩერა რუსული ოპერატორის მუშაობა, რადგან კლიენტებს საფოსტო სერვისებით სარგებლობა, მათ შორის პაკეტების გაგზავნა ან მიღება არ შეეძლოთ. 

 "კიბერშეტევამ პარალიზება მოახდინა სახელმწიფო ფოსტის მუშაობაზე და ხელი შეუშალა იმ შემოსავალს, რომელიც შეძლებდა ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას და კიდევ ერთი მტრის რაკეტის წარმოებას“, - აცხადებენ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კიბერშეტევის გამო რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებმა ვერ მიიღეს კომპენსაცია ან სხვა სახის გადასახადი უკრაინაში შეჭრაში მონაწილე, ცოცხალი თუ გარდაცვლილი ჯარისკაცებისთვის.

​გარდა ამისა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 796 კიბერშეტევა განახორციელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი