
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი დარტყმა, შესაძლოა, რაციაციული ინციდენტი იყოს მრავალი ქვეყნისთვის. ამის შესახებ მან საღამოს მიმართვაში ისაუბრა.
"ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის ძალასა და მიმართულებაზე. აუცილებელია, დისკუსიებიდან და მოწოდებებიდან რუსეთის, "როსატომის" და ტერორისტული სახელმწიფოს მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებაზე გადავიდეთ. სადგურიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა რუსული ძალა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ" - ამბობს ზელენსკი.