
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 43 900;
ტანკი - 1 880;
ჯავშანტექნიკა - 4 152;
საარტილერიო სისტემა - 989;
სარაკეტო სისტემა - 263;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 136;
თვითმფრინავები - 233;
ვერტმფრენი - 196;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 790;
საკრუიზო რაკეტები - 190;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 049;
გემი/ნავი/კატარღა - 15;
სპეციალური აღჭურვილობა - 92.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.