შოიგუს მტკიცებით, HIMARS-ს არ ჰქონია "მნიშვნელოვანი გავლენა" უკრაინის ომში

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული საარტილერიო სისტემა HIMARS არ ახდენს "მნიშვნელოვან გავლენას" რუსეთის ომზე. შოიგუმ მოსკოვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ამ ბოლო დროს HIMARS-ის მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები და შორი დისტანციის ჰაუბიცები "დასავლელებმა დააწინაურეს სუპერ იარაღის როლში".

"მათ (HIMARS) არ მოუხდენიათ მნიშვნელოვანი გავლენა სიტუაციაზე. თუმცა, რუსულმა იარაღმა დაადასტურა მისი საუკეთესო თვისებები ბრძოლებში", - თქვა შოიგუმ. 

უკრაინაც და დასავლეთიც ფიქრობს, რომ HIMARS და სხვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ზემოქმედებს ომის მიმდინარეობაზე. ივლისის ბოლოს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა თქვა, რომ უკრაინელები ეფექტურად იყენებენ HIMARS-ს რუსეთის ლოგისტიკურ ქსელებზე, საველე არტილერიაზე, საჰაერო ხომალდებზე დარტყმებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი