
უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, შავი ზღვის გავლით, სამშაბათს დილით აფრიკის მიმართულებით გავიდა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს თქმით, გემს 23 000 ტონა ხორბალი გადააქვს.
"მინისტრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუშაობენ გზებზე, რათა გაზარდონ სურსათის მარაგი აფრიკის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის", - თქვა სამინისტრომ.
თვეების განმავლობაში უკრაინას არ შეეძლო მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი მის სანაპირო ზოლთან იყო განლაგებული. თურქეთმა და გაერო-მ შეძლეს ამ საკითხზე კიევთან და მოსკოვთან გასულ თვეში შეთანხმება და რათა მარცვლეულის ექსპორტი განახლდეს.