რუსეთში, კურსკის ოლქში, უცნობმა პირებმა რკინიგზის ნაწილი ააფეთქეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კურსკის ოლქში, 16 აგვისტოს, დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს რკინიგზის ნაწილი, რომელზეც მხოლოდ სატვირთო მატარებლები დადიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მომხდარის შესახებ ხელისუფლებას აცნობეს და ადგილზე უსაფრთხოების სამსახური გამოიძახეს. დაზიანებული ლიანდაგის დასათვალიერებლად ათზე მეტი სხვადასხვა პოლიციელი და სპეციალისტი მოვიდა.

გამომძიებლების თქმით, ვიღაცამ 200 გრამი ტროტილის მასის ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა ლიანდაგის ქვეშ და ააფეთქა.

პოლიცია მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებს ესაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი