
დროებით ოკუპირებულ ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ სიმფეროპოლთან ახლოს, სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო აღჭურვილობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, არსებობს ვერსია, რომ საწყობზე თავდასხმა უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა.
ეს უკვე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მომხდარი მესამე მსგავსი ინციდენტია. რამდენიმე დღის წინ სევასტოპილის მახლობლად სამხედრო აეროდრომზე მოხდა აფეთქება, გუშინ კი სოფელ მაისკოეს მახლობლად სამხედრო აღჭურვილობის საწყობი აფეთქდა.