ყირიმში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პარალიზებულია რამდენიმე მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა, რუსები კი დროებით ოკუპირებულ რეგიონს მასობრივად ტოვებენ.
ყირიმი პანიკამ აფეთქებების სერიის შემდეგ მოიცვა. გამთენიისას სოფელ მაისკოეს მახლობლად იარაღის საწყობი აფეთქდა. რასაც სიმფეროპოლში ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაწილეობა თავდასხმებში ოფიციალურად არ დასტურდება, "ნიუ-იორკ თაიმი" წერს, რომ აფეთქებების უკან სწორედ უკრაინის ელიტური დანაყოფი დგას.