
"პუშკინის გარეშე, მაგრამ გოგოლთან ერთად" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული "უნიანი" ქვეყნის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე.
სამინისტრომ სკოლებში უცხოური ლიტერატურის შესწავლის სასწავლო გეგმა განაახლა და სასწავლო პროგრამიდან ამოიღო რუსი და ბელარუსი ავტორების ნამუშევრები, გარდა იმათი, ვინც უკრაინაშია დაბადებული.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც გამოიწვია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეიარაღებულმა აგრესიამ.
ამიერიდან უკრაინაში, რუსულის ნაცვლად, შეისწავლიან ისეთი მწერლების შემოქმედებას, როგორებიც არიან ჟან დე ლაფონტენი, ო.ჰენრი, ანა გავალდა, ვ.სტარკი, ჯონ ბოინი, ე.შმიტი, ჯოზეფ როტი, ა.გრანახი და ა.შ.
ამასთან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეისწავლება იმ მწერლების შემოქმედება, რომლებიც რუსულად წერდნენ, მაგრამ რომელთა ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინასთან. კერძოდ, - მ.გოგოლი, ვ.კოროლენკო (მასწავლებლის არჩევანით), მ.ბულგაკოვის ნაშრომი "ძაღლის გული". ასევე მიზანშეწონილია სასკოლო პროგრამაში დარჩეს ყირიმელი თათარი მწერლის, თ.ხალილოვის შემოქმედება.