
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს. ამის შესახებ მან Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. აქვე, მან განმარტა, რატომ არ გამოაცხადა ოფიციალურმა კიევმა განგაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გამოცხადებამდე:
"თუ ჩვენ ამას გამოვაცხადებდით, რაც ზოგიერთ ადამიანს სურდა კიდეც, თუმცა მათ არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან ჩვენ თვეში შვიდ მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როცა რუსები თავს ნამდვილად დაგვესხნენ, სამ დღეში აგვიღებდნენ" - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა.