
მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში, ოკუპანტების კომენდანტის სამსახურის მახლობლად აფეთქება მოხდა. მისი თქმით, ადგილზე ოკუპანტების ერთ-ერთი სარდლობაა განთავსებული.
"ძლიერი აფეთქება გაისმა მტრის ბუნაგზე მელიტოპოლის ცენტრში. დანაკარგების შესახებ დეტალებს ველოდებით", - ამბობს მერი.
აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
16 აგვისტოს ფედოროვმა ქვესადგურის მახლობლად აფეთქებების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყდა.