
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა სოსო გოგაშვილის მეუღლის გამოკითხვა. გამომძიებლებს თია მარტყოფლიშვილთან შეკითხვები გოგაშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდსა და შს მინისტრის მუქარაზე ჰქონდათ. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მარტყოფლიშვილმა განაცხადა, რომ მან უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, როგორ შეიყვანეს ის და მისი შვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში არასამუშაო საათებში და რა საუბარი ჰქონდა მეუღლესთან.