რუსებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს | არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსებმა ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს - ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ შენობა მთლიანად დანგრეულია, მსხვერპლისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა კი ამ წუთებში დგინდება. 

"ტკივილი მთელი უკრაინისთვის. ტკივილი მთელი ხარკოვისთვის. სარაკეტო იერიში საერთო საცხოვრებელზე. შენობა მთლიანად დანგრეულია. დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობას ვადგენთ. ბოროტი და ცინიკური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს და აგრესორის უძლურების დემონსტრირებას ახდენს. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ" - წერს ზელენსკი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი