
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს რეგიონში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაშავებულია 6 ადამიანი.
უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან რუსებმა დონეცკის რეგიონში სულ მცირე 739 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 1 918 ადამიანი დაჭრეს.
ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.