
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ღამით რუსებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს. დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, ოთხი რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
საკრებულოს მდივნის თქმით, დაბომბვა ვასილიევსკის რაიონიდან განხორციელდა.
კურტევმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში და უყურადღებად არ დატოვონ საჰაერო თავდასხმის სიგნალი.