დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე აფეთქებებია | არსებული ინფორმაციით, განადგურებულია რუსული ტექნიკა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ფრონტის ხაზიდან 250-260 კილომეტრის დაშორებით, სევასტოპოლში მდებარე ბელბეკის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის და ხანძარია. 

ცნობილია, რომ აეროდრომზე დიდი რაოდენობით რუსული გამანადგურებელი ავიაციაა განლაგებული. ადგილზე დაბომბვის საწინააღმდეგო სირენებიც გააქტიურდა. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი