აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს - REUTERS

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით დაახლოებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, პარასკევს გამოცხადდეს.

მედიას 3 წყარო უყვება, რომ ბაიდენი დაამტკიცებს დახმარებას, გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს აშშ-ის მარაგებიდან იარაღი კონგრესის ნებართვის გარეშე გასცეს.

წყაროები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მომავალი კვირისთვის გადაიდოს და შესაძლოა დახმარების პაკეტის ღირებულებაც შეიცვალოს.

17 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან საუბრის შემდეგ განაცხადა შეერთებული შტატების დახმარების ახალი პაკეტის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი