აშშ მხარს უჭერს უკრაინის მხრიდან ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმას - Politico

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა NatSec Daily-ს (Politico-ს ეროვნული უსაფრთხოების პროექტი), რომ აშშ მხარს უჭერს ანექსირებულ ყირიმზე თავდასხმას, თუ კიევი ამას საჭიროდ ჩათვლის.

"ჩვენ არ ვარჩევ სამიზნეებს, რა თქმა უნდა, და ყველაფერი, რაც ჩვენ მივაწოდეთ (უკრაინას) არის თავდაცვის მიზნით. ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა", - თქვა მაღალჩინოსანმა.

მას შემდეგ, რაც მას ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ადმინისტრაცია ნახევარკუნძულს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიად, ოფიციალურმა პირმა უპასუხა: "ყირიმი უკრაინაა".

NatSec Daily-ს ექსპერტებმა განუცხადეს, რომ ეს სწორი პოზიციაა. კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში ამბობს, რომ ყირიმში რუსეთის ძალებზე თავდასხმა არაფრით განსხვავდება მათზე თავდასხმისგან კიევის, ხერსონის ან სხვა ადგილების გარშემო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი