
გაერო-ს გენერალური მდივნი, ანტონიო გუტერეში პარასკევს უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში ჩავიდა. გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გუტერეში სატვირთო გემზე ავიდა და ტვირთი შეამოწმა.
გუტერეშმა თქვა, რომ 560 000 ტონაზე მეტი მარცვლეული და სხვა საკვები მიდის მსოფლიოს ბაზრებზე.
გუშინ ქალაქ ლვოვში ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, გუტერეშმა თქვა, რომ არსებობს ნიშნები, რომ სურსათის გლობალური ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სავაჭრო გემების უსაფრთხო გადასვლის შეთანხმების შემდეგ.

გუტერესის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხორბლის ფასი 8%-ით დაეცა.