პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების [IAEA] გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით პუტინს ესაუბრა

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოების  რისკებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა IAEA-ს ექსპერტების მისიის გაგზავნას ადგილზე რაც შეიძლება მალე, უკრაინისა და გაერო-ს შეთანხმებული პირობებით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აცნობა რესპუბლიკის პრეზიდენტს მისი თანხმობის შესახებ ამ მისიის განთავსებაზე და მითითებულ მეთოდებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლოეს დღეებში ისინი ამ მისიის განლაგების დეტალებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რუსეთი 4 მარტიდან აკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს. ოკუპანტებმა არაერთხელ დაბომბეს სადგურის ტერიტორია, რამაც არაერთი ობიექტი დააზიანა  და ბირთვული კატასტროფის საფრთხე შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი