
ლიეტუვა უკრაინაში სამხედრო დახმარების ტვირთს აგზავნის, - ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი ავრცელებს.
ანუსაუსკასი სოციალურ ქსელში წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების 28 პაკეტი გადასცა და კიდევ ორს ამზადებს. მისი თქმით, ტვირთების შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია
უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
"ლიეტუვადან უკრაინაში სამხედრო დახმარების 28 ტვირთი გაიგზავნა. 29-ე და 30-ე ტვირთი უკვე მზადდება" - წერს ანუსაუსკასი