პაპუაშვილის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარედ კალანდარიშვილის წარდგენაზე პრეზიდენტის უარი "რადიკალური ოპოზიციის წახალისებაა"

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვალიფიციური საჯარო მოხელეების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის არწარდგენით "მიკერძოებული" გადაწყვეტილება მიიღო.

პაპუაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით "რადიკალური ოპოზიცია წაახალისა".

"მოქმედი თავმჯდომარე, ისე, რომ ამის დასაბუთება საგნობრივი არ მომხდარა, არ იქნა წარმოდგენილი. დასაბუთება იყო პოლიტიკური, რომ თითქოს იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა ორჯერ, ნაკლები შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს ჩემი აზრით არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი და მეორე - ამ გადაწყვეტილებით, მოქმედი თავმჯდომარის არწარმოდგენის, რომლის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის მიუკერძოებლობის მიმართაც ვერავინ ვერ თქვა არგუმენტი", - თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები 5 აგვისტოს წარუდგინა. სიაში ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. თუ რატომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტებაც გააკეთა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კალანდარიშვილმა ორჯერ  ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.

"ქართული ოცნებაში" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ უჭერენ და ამბობენ, რომ "პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", თავადაც "პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეაგებებენ". პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "ოცნების" მსგავსად, პოლიტიკური უწოდა ცესკომაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი