
ჩეხეთის მოქალაქეები, 1968 წლის 21 აგვისტოს ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინას დახმარების სახით 1968 ჩეხურ კრონას ურიცხავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ჩეხეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
"შაბათ-კვირასაც ათასობით ადამიანი გვირიცხავს 1968 კრონას, დიდი მადლობა, ჩეხო მეგობრებო!" - წერს საელჩო.