დუგინის შვილის მანქანა ააფეთქეს | რა მოხდა მოსკოვში და რას ამბობს გამოძიება

გამოქვეყნდა:

დარია დუგინა მოკლეს. ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, მოსკოვთან ახლოს აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ მზადდებოდა. აფეთქებული ლენდ კრუიზერ პრადოც, სავარაუდოდ, სწორედ ალექსანდრ დუგინს ეკუთვნოდა, თუმცა, ბოლო მომენტში ის ადგილიდან სხვა ავტომობილით წავიდა. 

რუსული მხარე ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ იმას წერს, რომ აფეთქება შეკვეთილი და დაგეგმილი იყო.

დარია დუგინა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ იყო სანქცირებული, უკრაინაში ომს მხარს უჭერდა და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ. დონბასის სახალხო ლაშქრის მებრძოლებთან. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი