დიდი ალბათობით, რუსეთს დონბასში დამხმარე ძალების მოტივირება უჭირს - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მაღალი ალბათობით, რუსეთს დონბასის რეგიონში დამხმარე ძალების მოტივირება უჭირს, სამხედრო მეთაურები კი ამისთვის პირდაპირ ფინანსურ წახალისებას მიმართავენ, ზოგიერთი საბრძოლო დანაყოფი კი თავდასხმითი ოპერაციებისთვის უსარგებლოდ მიიჩნევა.

 "ამ პრობლემების თანმიმდევრული ხელშემწყობი ფაქტორია რუსეთის მიერ ომის კლასიფიკაცია, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რაც სახელმწიფოს სამართლებრივი ჩარევის ძალებს უზღუდავს ", - წერს დაზვერვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი