რუსები ზაპორიჟიეს ოლქში ფილტაციის პუნქტს ქმნიან, სადაც მხოლოდ უკრაინელებს შეამოწმებენ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები ზაპორიჟიეს ოლქში, ქალაქ ვასილივკაში ​ახალ ფილტრაციის პუნქტს ქმნიან, სადაც მხოლოდ უკრაინელებს შეამოწმებენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ენერგოდარის მერზე, დმიტრი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, ფილტრაციის პუნქტი მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეამოწმებს, რომლებსაც ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ. 

"მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, რამდენად რთული, გრძელვადიანი და არაპროგნოზირებადია ეს გზა. განსაკუთრებით ვასილივკას მონაკვეთი, სადაც ოკუპანტები ხელოვნურად ატარებენ მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ასობით მანქანას, რაც მათ დღეში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საშუალებას აძლევს", - ამბობს ორლოვი.

გარდა ამისა, ენერგოდარის მერის ინფორმაციით, ოკუპანტები მოსახლეობას გამგზავრებისთვის ონლაინ რეგისტრაციის შექმნას პირდებიან და არ მალავენ ფაქტს, რომ პუნქტში მხოლოდ უკრაინელებს შეამოწმებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი