
მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, 23 და 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიკოლაევი არ დაიკეტება, თუმცა ოფიციალური საზეიმო ცერემონია არ ჩატარდება, რადგან მისი თქმით, არის მუქარა, რომ ოკუპანტები გადაწყვეტილებების მიმღებ პუნქტებს დაბომბავენ.
კიმმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ მითი იმის შესახებ, თითქოს რუსეთი შეტევას ნიკოლაევზე გეგმავს, კრემლის მორიგი პროვოკაციაა, რომელიც უკრაინელი ხალხის დაშინებას ემსახურება.
"მითების შესახებ მინდა მოგახსენოთ, ქალაქს ჩვენ 23 და24-ში არ დავკეტავთ, გთხოვთ ყველას მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდოთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ რუსი ოკუპანტები გვემუქრებიან, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ პუნქტებს დაბომბავენ.
გარდა ამისა, მზადდება განკარგულება იმის შესახებ, რომ სასურველია ყველამ იმუშაოს ამ დღეებში დისტანციურად. ასე რომ, მართალია ჩვენ ამ დღეებში ქალაქს არ ვკეტავთ, მაგრამ მასობრივ ღონისძიებებსაც არ ვგეგმავთ და გთხოვთ, რომ არც თქვენი ინიციატივით არ შეიკრიბოთ და ეს დრო დასვენებისთვის გამოიყენოთ. რაც შეეხება მეორე მითს, რომ მტერი შეტევას გეგმავს ეს სპეციალურად კეთდება, რომ ყველას ეშინოდეს ჩვენი სამხედროები ვერ ხედავენ პერსპექტივას, რომ მტერმა ქალაქ ნიკოლაევს უახლოეს მომავალში შეუტიოს" - ამბობს ვიტალი კიმი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა 24 აგვისტოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.