
სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში 23 აგვისტოს ღამით დაბომბვა იყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მისი თქმით, რუსებმა 4 ჭურვი ისროლეს, დაღუპულია 45 წლის ქალი.
თავდასხმის შედეგად დაშავდა გარდაცვლილის ქმარიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ღამის განმავლობაში ნიკოპოლის რაიონის მიმართულებით ცეცხლი სამჯერ გაიხსნა. რუსულმა მძიმე არტილერიამ ორჯერ ესროლა მარგანეცის თემს, დაშავდა 61 და 63 წლის ორი ქალი.