რუსეთისგან თავდასხმების საფრთხის გამო, აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უკრაინა დატოვონ

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამერიკა ამბობს, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში თავდასხმები განახორციელონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე.

"აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს ახლავე დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუკი ეს უსაფრთხოა. უსაფრთხოება მთელ უკრაინაში ძალზე არასტაბილურია და პირობები შესაძლოა გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს", - წერია საელჩოს ვებგვერდზე.

ცნობისთვის, ოთხშაბათს, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, ბოლო დღეებში უკრაინის პრეზიდენტი და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ რუსეთმა ამ დღეს შესაძლოა, ინტენსიური თავდასხმები განახორციელოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი