
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამბობ, რომ შესაძლოა, რუსეთი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ოთხშაბათს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტყვეების სასამართლო პროცესს გეგმავდნენ.
"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ რუსეთის ფედერაცია და დონეცკში მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები გეგმავენ - შესაძლოა, უახლოეს დღეებში - გაასამართლონ უკრაინელი სამხედრო ტყვეები მარიუპოლში, "საერთაშორისო ტრიბუნალის" იარლიყით", - თქვა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების მიმართულებით.
მისივე თქმით, მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ მარიუპოლის ფილარმონიის დარბაზში ლითონის კონსტრუქციები მონტაჟდება, სავარაუდოდ, ომის ტყვეებისთვის.
გარეო ამბობს, რომ სამხედრო ტყვეების განზრახ ჩამორთმევა სამართლიანი სასამართლოსთვის არის ომის დანაშაული და რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი კრძალავს სასამართლოების შექმნას მხოლოდ სამხედრო ტყვეების გასამართლებლად.