
საოკუპაციო ძალების ცნობით, დონეცკის ცენტრში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის ადმინისტრაციის შენობა დაიბომბა. რუსული სახელმწიფო მედია "რია" წერს, რომ ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
რუსული "ინტერფაქსი" წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თავად პუშილინი დარტყმის შედეგად არ დაშავებულა და "უსაფრთხო ადგილას იმყოფება".
წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არაა.