სლოვაკეთი უკრაინას 30 ქვეით საბრძოლო მანქანას გადასცემს

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთი უკრაინას 30 ქვეით საბრძოლო მანქანას გადასცემს, სანაცვლოდ კი გერმანიიდან 15 ტანკ Leopard2A4-ს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იარო ნაგიმი ავრცელებს.

ნაგის თქმით, გაცვლის შესახებ შეთანხმებას სამშაბათას მისმა მოადგილემ და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოაწერეს ხელი. ნაგის არ დაუკონკრეტებია ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების ტიპი, თუმცა ღია წყაროების მონაცემების მიხედვით, საბჭოთა ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების მოდიფიკაციები სლოვაკეთის არმიაშია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში სლოვაკეთმა უკრაინას S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა, ასევე რამდენიმე ვერტმფრენი, თვითმავალი ჰაუბიცა ზუზანა და სხვა იარაღი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი