
გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან დაკავშირებით სხდომას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაეროს ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, რუსეთმა სხდომა უკვე მოიწვია, რომელიც სავარაუდოდ 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
არსებული ინფორმაციით, საბჭო მოისმენს, რომ რუსეთი ადანაშაულებს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს ქარხნის ზონის დაბომბვაში, ხოლო აშშ და საბჭოს წევრები მოსკოვს რადიაციული გაჟონვის მუქარაში დაადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ ქარხანა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს, მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება.