"ყირიმის დასაბრუნებლად ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ყველა საშუალებით დაიბრუნებს.

„ჩვენ დავიბრუნებთ ყირიმს ნებისმიერი საშუალებით, როგორც ჩვენ სწორად მივიჩნევთ, სხვა ქვეყნებთან კონსულტაციის გარეშე“, - ამბობს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსებმა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უკრაინის ელექტრო ქსელიდან გათიშვა. გარდა ამისა, ზელენსკიმ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნის ნიშანს მოლაპარაკებისთვის.

„ისინი არ ფიქრობენ რაიმე დიალოგზე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ, ისევე როგორც 2014 წელს... რადგან მათ სამყარომ სახეში არ დაარტყა,  გადაწყვიტეს წინ წასულიყვნენ, მაგრამ ახლა ჩვენ მათ სახეში ვეჯახებით.” - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა და ნახევარკუნძული გამოიყენა, როგორც გამშვები ადგილი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი