
უკრაინა რუსეთს უკრაინელი ბავშვების უკანონო მასობრივი გაშვილების ორგანიზებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას და რუსეთის მოქალაქეების მიერ მათი უკანონო გაშვილების მომზადებას”, - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი არალეგალურად ტიუმენში, ირკუტსკში, კემეროვოსა და ალტაის მხარეში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების დღიდან უკრაინა რუსეთს დეპორტირებაში და აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელები იძულებულნი არიან წავიდნენ რუსეთში და არა უკრაინის სხვა რეგიონებში.