უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 133 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 133 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა.

ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ გუცაიტის თქმით, გარდაცვლილი სპორტსმენების სპორტული გამარჯვების პატივსაცემად უკრაინაში დროშა აღარ აღიმართება და ჰიმნი აღარ შესრულდება.

"რუსეთი შეჭრამ უკრაინაში და მათ სიცოცხლე წაართვა. ბრძოლის ველზე და მტრის დაბომბვის შედეგად 133 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა“, - თქვა გუცაიტსმა

​განცხადებას თან ახლდა უკრაინის დაღუპული სპორტსმენებისა და მწვრთნელებისადმი მიძღვნილი ვიდეო პატივი, რომელიც სამინისტრომ უკრაინის სპორტის კომიტეტთან და უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი