ამაყად ვდგავართ უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში - ლეიენი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინას დამოუკიდებულობის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ევროკომისიის შენობის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დროშის ფერებშია განათებული. 

ლეიენი წერს, რომ ამაყად დგანან უკრაინელი მეგობრების გვერდით თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

"24 აგვისტოს მსოფლიო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ასე რომ, ამაღამ, ევროპული კომისია ამაყად ატარებს ყვითელსა და ლურჯს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში", - წერს ის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი