დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებმა იციან მისი გემო, სისხლისა და სიკვდილის გემო - ზალუჟნი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ დამოუკიდებლობას აქვს მიწის, სისხლის, სიკვდილისა და ცრემლების გემო.

"როგორ შეიძლება იგრძნო დამოუკიდებლობა? ვინც ამისთვის იბრძვის, იცის მისი გემო. ეს არის კანში მიწების გემო, ჰაერში გამსჭვალული სისხლის და სიკვდილის გემო, ცრემლების მარილიანი გემო.

დამოუკიდებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება თქვენს მხრებს. თქვენ მიჰყავხართ ბრძოლაში და იცით, რომ ყველა არ დაბრუნდება. ცოცხალიც და ბრძოლაში დაცემულებიც სამუდამოდ შენთან რჩებიან. სინდისსა და ხსოვნაში", - ამბობს ზალუჟნი.

ზალუჟნიმ ღნიშნა, რომ დამოუკიდებლობას აქვს ხმა - წინაპრების და შვილების ხმა. მისი თქმით, დამოუკიდებლობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან მისთვის იბრძოლონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი