ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, დემოკრატიის სიმბოლოა - აშშ-ს საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის საელჩო ქვეყანას კონსტიტუციის დღეს ულოცავს. საელჩო წერს, რომ ამერიკისთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტი, ის არის დემოკრატიის სიმბოლო.

„ჩვენ, ხალხი" - ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას - მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი" - სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!"- წერს ამერიკის საელჩო.

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი