
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ოკუპანტი რუსეთის მოკავშირეა ომში მყოფ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლუკაშენკომ უკრაინელებს უსურვა "მშვიდი ცა, შემწყნარებლობა, გამბედაობა, ძალა და წარმატება ღირსეული ცხოვრების აღდგენაში".
"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელარუსია გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული ურთიერთპატივისცემის კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე", - ამბობს ლუკაშენკო.
ცნობისთვის, ლუკაშენკო პუტინის მეგობარი და მისი მოკავშირეა. თებერვალში, სწორედ ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივების შემდეგ შეიჭრა მოსკოვი უკრაინაში. სამხედრო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსი ამ დრომდე ჩართულია.