
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთის მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში შეტევის ტემპს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში ნაკლები მსხვერპლი იყოს. ის ასევე ამტკიცებს, რომ მოსკოვი მკაცრად იცავს ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.
"სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები ხორციელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, გამაგრებულ ტერიტორიებზე, სამხედრო ობიექტებზე, ინდუსტრიული კომპლექსებზე. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არ იყოს მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ", - თქვა შოიგუმ.
შოიგუ ყვება, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, აღადგენენ ინფრასტრუქტურას. ის ისევ უკრაინას ადანაშაულებს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში და ამბობს, რომ უკრაინა მოქმედებს, როგორც ტერორისტი ქვეყანა.
სინამდვილეში, რუსეთი უკვე დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ აღიარა ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანად. ის უკრაინაში ომის კანონებს არღვევს და მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს კლავს და აწამებს.