უკრაინაში რუსეთის ომის დროს 1 000-მდე ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა - UNICEF

გამოქვეყნდა:

UNICEF-ის მონაცემებით, სულ მცირე 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო.

"და ეს მხოლოდ ის ციფრებია, რომელიც გაერომ შეძლო გადაემოწმებინა. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი რიცხვი გაცილებით მაღალია", - თქვა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა განცხადებაში.

რასელმა მიუთითა იმ უბედურებაზე, რასაც ბავშვები შეიძლება განიცდიდნენ მთელ უკრაინაში ძალადობის კვალდაკვალ. მან ასევე აღნიშნა, რომ ომმა გაანადგურა უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა, სკოლები, ბაღები.

აღმასრულებელმა დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ და თქვა, რომ ბავშვებს უსაფრთხო, სტაბილური გარემო, მხარდაჭერა და რაც მთავარია, მშვიდობა სჭირდებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი