
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.
"რაც უკრაინაში ხდება, ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს მე კიევში. ამიტომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდში დგომას. მე მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს", - წერს ჯონსონი Twitter-ზე.
ბორის ჯონსონი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
"მოხარული ვარ, დამოუკიდებლობის დღეს შევხვდე უკრაინის დიდ მეგობარს. მადლობა ბორის ჯონსონს, რუსული აგრესიის პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების მტკიცე დაცვისთვის. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ ასეთი მეგობარი ჰყავს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, ომიდ დაწყების დღიდან დღემდე ბორის ჯონსონი უკრაინაში მესამედ ჩავიდა.