უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში | მერიის ულტიმატუმის მიუხედავად, ქალაქში ღონისძიება მაინც გაიმართა

გამოქვეყნდა:

ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ. 

ქალაქის მერიის ძალისხმევის მიუხედავად, უკაინის მხარდამჭერი აქცია ზღვისპირა ქალაქში მაინც გაიმართა. აქცია-კონცერტზე შეკრებილები არიან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები და ზღვისპირა ქალაქის სტუმრები.

ორგანიზატორებს კონცერტის გამართვის უფლებას ბათუმის მერია ბოლო წუთბამდე არ აძლევდა. ქალაქის ხელმძღვანელებს დაგეგმილ ღონისძიებაზე საკუთარი მოთხოვნები ჰქონდათ. "ან კონცერტი ან ვიდეოები" - ეს იყო მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის პირობა.

ასევე ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ პირად საუბარში მერიის მაღალჩინოსნები ითხოვდნენ, რომ ომსა და რუსეთის აგრესიაზე გამომსვლელებს  საერთოდ არ ესაუბრათ.

უკრაინის მხარდამჭრი მსვლელობა გაიმართა თბილისშიც. აქციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინელმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. ამ წუთებში ისინი რუსთაველზე, პარლამენტის წინ არიან შეკრებილი.

ფოტო: "რადიო თავისუფლება"

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი