"რკინიგზის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში სარკინიგზო სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი 11 წლის მოზარდია. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დაღუპულთაგან 5 ადამიანი მანქანაში დაიწვა, რკინიგზის სადგურზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ოკუპანტებმა რკინიგზის სადგური დღეს დაბომბეს. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი