
უკვე თითქმის შუაღამეა, ჩვენი მთავარი დღე, დამოუკიდებლობის დღე მთავრდება, თუმცა ჩვენი დამოუკიდებლობა არ მთავრდება და არასდროს დამთავრდება. 32-ედაც და 33-ედაც იქნება დამოუკიდებლობის დღე და შემდგომშიც, სანამ დედამიწაზე დრო გასტანს. უკრაინა მარადიულია და ის დღითიდღე ძლიერდება.
ჩაპლინი დღეს ჩვენი ტკივილია. ამ დროისთვის დაღუპულია 22 ადამიანი, მათგან 5 მანქანაში დაიწვა, დაიღუპა 11 წლის მოზარდი, რუსულმა რაკეტამ გაანადგურა მისი სახლი. რკინიგზის სადგურზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ოკუპანტებს პასუხი აგონ ყველაფერზე, რაც გააკეთეს და ჩვენ აუცილებლად განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწიდან
მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვეს ამ ოკუპანტებმა, ამ მტრებმა! მარადიული დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ჩვენს ხალხს!
დიდება ჩვენს უკრაინულ ძლიერ სამყაროს, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს ერს, დიდება ყველას!
- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.