ზაპოროჟიეს სადგურის ოკუპაციის დროს რუსებმა 3 თანამშრომელი მოკლეს, ათობით დააკავეს - უკრაინა

გამოქვეყნდა:

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი თანამშრომელი მოკლეს და კიდევ 26 დააკავეს ობიექტის ოკუპაციის დროს. ამის შესახებ ოთხშაბათს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

ლუბინეცის თქმით, სამი მუშა დაიღუპა ცემის ან დაბომბვის შედეგად, რაც შეეხება დაკავებულებს, მათ მოსკოვი რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისა და ადგილმდებაროების შესახებ ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებს. 

"ეს არის უკრაინის ატომური ელექტროსადგური, სადაც მუშაობენ უკრაინელი ინჟინრები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნებისმიერს, ვისაც შეუძლია უზრუნველყოს ატომური ელექტროსადგურის მთლიანობის შენარჩუნება", - თქვა ლუბინეცმა.

ქარხანაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს დამოუკიდებელი წვდომა არ აქვთ. ზაპოროჟიეს სადგური მარტიდან რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, რაც შეუძლებელს ხდის იმის გადამოწმებას, თუ რა ხდება იქ.

ლუბინეცმა მოუწოდა გაეროს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დააჩქარონ დემილიტარიზებული ზონის შექმნა სადგურის ირგვლივ და დაამატონ დაცვა მისი პერსონალისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი